07:20 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-29 11:47:18, 625 ნახვა

პოლიტიკა
რუმინეთის პარლამენტმა „მოლდოვის, უკრაინის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ევროპული პერსპექტივის შესახებ“ რეზოლუცია დაამტკიცა

​რუმინეთის პარლამენტმა დეპუტატთა პალატისა და სენატის გაერთიანებულ სხდომაზე „მოლდოვის რესპუბლიკის, უკრაინის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ევროპული პერსპექტივის შესახებ“ რეზოლუცია დაამტკიცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ რუმინეთი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ადასტურებს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერას, ითვალისწინებს რა 2022 წელს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის პრინციპებისა და მიზნების მნიშვნელობას ორივე ქვეყნისთვის.

„დოკუმენტში აღნიშნულია შავ ზღვაში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის კონსოლიდაციისათვის დაკავშირებადობის როლი, აგრეთვე, მისი მნიშვნელობა ევროპულ სივრცეში ინტეგრირებისთვის. ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა აღიარებულია, როგორც ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი დემოკრატიული ტრანსფორმაციის სტიმულირებისთვის აღმოსავლეთ სამეზობლოსა და დასავლეთ ბალკანეთში. ასევე ხაზგასმულია, რომ გაფართოება დაეფუძნება კანდიდატების ინდივიდუალურ ძალისხმევას და მათ დამსახურებას, შეასრულონ აღებული ვალდებულებები, ევროპული ღირებულებების შესაბამისად.

რუმინეთის პარლამენტი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროგრესს და ასევე მოუწოდებს, გაგრძელდეს ევროპული მხარდაჭერა, რათა საქართველომ გადადგას შემდგომი ნაბიჯები ევროპული ინტეგრაციის გზაზე, მათ შორის მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს სულისკვეთება ეფუძნება საქართველოს მოქალაქეების მკაფიო პროევროპულ ორიენტაციას და ასევე მოლოდინს, რომ საქართველო გააგრძელებს ძალისხმევას ევროკომისიის რეკომენდაციების ყოვლისმომცველი და მდგრადი განხორციელებისთვის.

რეზოლუცია ყურადღებას ამახვილებს ევროკავშირის მზარდი ძალისხმევის აუცილებლობაზე, აღმოსავლეთ სამეზობლოში მშვიდობის, სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, ასევე, ხაზს უსვამს ევროკავშირთან დაკავშირებადობის ყველა განზომილების განვითარების საჭიროებას რეგიონის ქვეყნებისთვის.

რუმინეთის პარლამენტი გამოხატავს კანდიდატი ქვეყნების პარლამენტებთან თანამშრომლობის და მხარდაჭერის სრულ მზაობას, ამ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პროგრესის ხელშესაწყობად“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics