13:54 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-29 11:23:59, 773 ნახვა

მსოფლიო
Politico-მ ვოლოდიმირ ზელენსკი „მეოცნებეების“ კატეგორიაში, ევროპაში ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა

ამერიკულმა გამოცემა Politico-მ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მეოცნებეების“ კატეგორიაში, ევროპაში ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა.

როგორც Politico წერს ზელენსკი არის ადამიანი, "რომელიც გარბის გრძელ მარათონს". 

"უინსტონ ჩერჩილი, მარტინ ლუთერ კინგი, ნელსონ მანდელა - დროდადრო ჩნდება ლიდერი და დამოუკიდებლად ცვლის ისტორიის კურსს, არა მათი ჯარის ან ეკონომიკის სიძლიერის, არამედ მათი სიტყვების ძალის წყალობით. ასეთი ლიდერია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი", - წერს Politico.

გამოცემის ცნობითვე, ზელენსკიმ უკრაინა ევროკავშირის წევრობის კართან მიიყვანა, NATO-სთან კი "წარმოუდგენლად დააახლოვა", თუმცა ამის მიუხედავად, მისთვის 2024 წელი რთული იქნება, რადგან "მსოფლიო დაბნეულია ახლო აღმოსავლეთის ომით; უკრაინელები დაღლილები არიან ორწლიანი ბრძოლით და იბრძვიან ტერიტორიის დასაბრუნებლად რუსული სასტიკი ხოცვა-ჟლეტის ფონზე".

"დასავლეთის მხრიდან შემოვლითი საუბრისა და უკრაინისთვის გაცილებით დიდი მეზობლისგან მომდინარე საფრთხის გაგრძელებასთან ერთად, ზელენსკი დასავლეთის ქვეყნებისთვის დახმარების თხოვნიდან გადავიდა მათთვის ლექციების წაკითხვაზე - ეს არ აღმოჩნდა ისეთი წარმატებული, როგორც მისი უფრო ამაღელვებელი გამოსვლები იყო. დაძაბულობამ იმატა ზაფხულში ვილნიუსში NATO-ს სამიტზე, სადაც ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ორივემ გააფრთხილეს, რომ უკრაინას უფრო მეტი მადლიერება უნდა გამოეხატა თავისი მოკავშირეების მიმართ, მიუხედავად კიევის იმედგაცრუებისა სამომავლო წევრობასთან დაკავშირებით ალიანსის ფორმირების გამო", - წერს გამოცემა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics