|
2023-11-29 11:06:53, 997 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტიკური საბჭოს გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პოლიტიკური საბჭოს გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. ხაბეიშვილის განცხადებით, პარტიის პოლიტსაბჭო გაფართოვდება იმ ადამიანების ხარჯზე, ვინც ხელს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ერთობის მანიფესტს მოაწერს. "მე ამ კონკრეტული ინიციატივით, დღეს, 16:00 საათზე პოლიტსაბჭოს მივმართავ, რაც გულისხმობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს გაფართოებას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, "გამარჯვების კოალიციის" ლიდერის ინიციატივის შესაბამისად. მეტიც, საზოგადოებას დღეს, 16:00 საათის შემდეგ, მას შემდეგ, რაც პოლიტიკური საბჭო მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, ექნება კონკრეტული ინფორმაციები ამ ადამიანების შესახებ, ვინც უერთდება მანიფესტს და შესაბამისად იქნება ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრი. მე კიდევ ერთხელ მინდა შევთავაზო ყოფილი პოლიტსაბჭოს წევრებს - ყველა ის ადამიანი, ვინც იყო "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოში და შეუერთდება პრეზიდენტ სააკაშვილის ერთობის მანიფესტს, სადაც ცალსახად წერია ერთობისა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ეს ადამიანები იყვნენ პოლიტსაბჭოში და წარმოადგინონ "ნაციონალური მოძრაობა". ამიტომ, მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი რამ არის საჭირო - გაიზიარონ პრეზიდენტ სააკაშვილის ერთობის მანიფესტი. ყველა ის ადამიანი, ვინც იყო პოლიტსაბჭოში და გაიზიარებს მანიფესტს, "ნაციონალური მოძრაობა" მზად არის, პოლიტსაბჭო კიდევ უფრო გააფართოოს",- განაცხადა ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და პარტიის მანიფესტი, რომელიც 11 პუნქტისგან შედგება, 22 ნოემბერს გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ გუშინ, 28 ნოემბერს, ზუგდიდის, ხობის, ფოთის, ცაგერის, ამბროლაურის, ქუთაისის, ჭიათურის, მცხეთის, კასპისა და ახალციხის საკრებულოებში "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციების წევრები მოქმედი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადადგომისა და პოლიტსაბჭოსთან დაკავშირებით ცვლილებების განხორციელების მოწოდებით გამოვიდნენ.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)