|
2023-11-28 21:57:50, 818 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი ეწვია
საქართველოში პირველი სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მაღალი რანგის სტუმარს „სადახლოს“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე დახვდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი თბილისში სიტყვით გამოვა ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) ფორუმზე. დაგეგმილია მისი შეხვედრები მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან. თბილისში ვიზიტის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა, კოლეგებთან ერთად, გაეცნობა 2024 წლის 2-5 მაისს, აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის საორგანიზაციო სამუშაოებს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)