07:23 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-28 19:14:12, 684 ნახვა

პოლიტიკა
ფოთის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ - მოვითხოვთ ხაბეიშვილმა აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს

ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, წევრები და თანამშრომლები პარტიის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებენ.

როგორც ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია სოციალურ ქსელში წერს, იმისათვის, რომ პარტიაში არ იყოს უსამართლობის განცდა და გამოინახოს ერთმანეთთან მისასვლელი გზები, ხაბეიშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს. 

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" დღეს არსებულ კრიზისულ მდგომარეობაზე,დაპირისპირებების გაღრმავებაზე და უამრავ დაგროვილ პრობლემებზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება პარტიის დღევანდელ მენეჯმენტს. 

ლევან ხაბეიშვილმა უამრავი გაცემული დაპირებების (ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირება- მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება) შესრულების ნაცვლად მოსვლის დღიდანვე დაიწყო ღვაწლმოსილი ადამიანების გაყრა და "ქართული ოცნების" ნარჩენებით პარტიის გავსება , რითაც დაასუსტა, ნგრევისა და დაშლის ზღვარზე მიიყვანა პარტია.

იმისათვის, რომ პარტიაში და პარტიის ამომრჩევლებში არ იყოს უსამართლობის განცდა და გამოინახოს ერთმანეთთან მისასვლელი გზები, რათა ერთიანი ძალებით გავიდეთ ბრძოლის ველზე ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ, ამისათვის მოვითხოვთ ხაბეიშვილმა აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს. უახლოეს პერიოდში მოწვეულ იქნას ყრილობა,რომელიც აირჩევს მმართველ ორგანოს, რომელიც წარმართავს პარტიის საქმიანობას", - წერს ცხვიტარია.

შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს თანამდებობის დატოვებისკენ პარტიის წევრმა, გიორგი მუმლაძემ მოუწოდა.

მოგვიანებით, აღნიშნულ მოწოდებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის,ხობისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების საკრებულოების ფრაქციების თავმჯდომარეები, წევრები და თანამშრომლებიც შეუერთდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics