|
2023-11-28 17:11:10, 758 ნახვა
საზოგადოება
ამილახვარი - არავის არაფერი გაუუქმებია - არ ვსხედვართ სამინისტროში ხალხი, ვისაც არ გვესმის საშინაო დავალების მნიშვნელობა - სავალდებულოობა გაუქმდა
არავის არაფერი არ გაუუქმებია, მეგობრებო. არ ვსხედვართ სამინისტროში ისეთი ხალხი, ვისაც არ გვესმის საშინაო თუ სხვა დავალების მნიშვნელობა ან მათი შეფასების მექანიზმები,- ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. როგორც მინისტრმა თქვა, სიახლე არის მხოლოდ ის, რომ განმსაზღვრელი შეფასებების კომპონენტების სავალდებულოობა გაუქმდა. "ის კითხვები, რომელიც საზოგადოების გარკვეულ წრეში გაჩნდა, რომ თითქოს, სამინისტრომ შეფასების მექანიზმები გააუქმა, საშინაო დავალებები გააუქმა, ეს არის სრული სიცრუე და დეზინფორმაციის კამპანიის ის ნაწილი, რომელსაც უნდა ახლა მნიშვნელოვანი რეფორმების დაზიანება. არავის არაფერი არ გაუუქმებია, მეგობრებო. არ ვსხედვართ სამინისტროში ისეთი ხალხი, ვისაც არ გვესმის საშინაო თუ სხვა დავალების მნიშვნელობა ან მათი შეფასების მექანიზმები. აქ ერთადერთი, რაც მოხდა, მისი სავალდებულოობა გაუქმდა, რომელიც ნიშნავს, რომ მასწავლებელს, სკოლას, კათედრას თავად აქვს შესაძლებლობა, ამა თუ იმ საგანში შეფასების სხვადასხვა მეთოდები გამოიყენოს სემესტრის დროს თუ სასწავლო წლის დროს",- თქვა ამილახვარმა. ცნობისთვის, ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები განხორციელდა, რომელთა მიხედვითაც, განმსაზღვრელი შეფასებების კომპონენტები (საკლასო, საშინაო, შემაჯამებელი) და მოდელები გაუქმდა.
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
სომხეთის პარლამენტში დეპუტატებმა იჩხუბეს
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გირაოთი გაათავისუფლეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)