07:24 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-28 15:19:55, 551 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე - აგვისტოს ომის დროს, როცა მაშინდელი მთავრობა გაიქცა, სტრატეგიული ობიექტები გადაუფორმა რუსეთს, „ჯორჯიან ეარვეისი“ ხალხს და ქვეყანას ემსახურებოდა

„ჯორჯიან ეარვეისი“ გახლავთ ის კომპანია, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როცა მაშინდელი მთავრობა გაიქცა, როდესაც ხელმძღვანელებმა მიატოვეს ჯარი და მოსახლეობა ევაკუაციის გარეშე, იარაღი ჩააბარეს მტერს და ამის შემდეგ, მაშინდელი ხელისუფლების ლიდერებმა სტრატეგიული ობიექტები გადაუფორმეს რუსეთს, ეს კომპანია ომის და ომის შემდეგ ურთულეს დღეებში განაგრძობდა ფუნქციონირებას და ემსახურებოდა თავის ხალხს და ქვეყანას,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველოს და მის ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს განსაზღვრული  თავისი საგარეო პოლიტიკური კურსი და ეს ასახულია კონსტიტუციაში. 

„ევროკავშირთან ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ, ჩვენ ველით კანდიდატის სტატუსს და გადავდივართ ევროინტეგრაციის შემდეგ, ანუ გაწევრიანების ეტაპზე. ამ ფონზე კითხვის ნიშნები რა თქმა უნდა, არ რჩება ჩვენს საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით. რაც შეეხება „ჯორჯიან ეარვეისს“, ეს არის კერძო კომპანია, შეგიძლიათ მათთან ნებისმიერი საკითხი გადაამოწმოთ. რაც ჩემთვის ცნობილია, „ჯორჯიან ეარვეისი“ გახლავთ ის კომპანია, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როცა მაშინდელი მთავრობა გაიქცა, როდესაც ხელმძღვანელებმა მიატოვეს ჯარი და მოსახლეობა ევაკუაციის გარეშე, როდესაც იარაღი ჩააბარეს მტერს და ამის შემდეგ, მაშინდელი ხელისუფლების ლიდერებმა სტრატეგიული ობიექტები გადაუფორმეს რუსეთს, ეს კომპანია ომის და ომის შემდეგ ურთულეს დღეებში განაგრძობდა ფუნქციონირებას და ემსახურებოდა თავის ხალხს და ქვეყანას.  ჩვენ, ხელისუფლებამ შეგვიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ  საქართველო სანქციებთან დაკავშირებულ ყველა წესს იცავს, ჩვენი ქვეყანა არ ყოფილა და არც მომავალში იქნება სანქციების გვერდის ავლის ადგილი“,- განაცხადა თალაკვაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics