07:24 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-28 13:52:55, 642 ნახვა

პოლიტიკა
ზავრადაშვილი ენმ-ს - მედიცინაში „ღიმილიანი საქართველოს“ პროექტი დატოვეთ - კბილები დააძრეთ ხალხს და გაღიმებულები დატოვეთ

ერთადერთ ნაბიჯად მედიცინაში "ღიმილიანი საქართველოს" პროექტი დატოვეთ - კბილები დააძრეთ ხალხს და მართლაც, გაღიმებულები დატოვეთ,- ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირმა ზავრადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს.

ზავრადაშვილის თქმით, ჯანდაცვის მიმართულებით ხელისუფლებამ რევოლუციური ცვლილებები განახორციელა, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული რეგიონული ხელმძღვანელის,ჰამს კლუგეს შეფასება ადასტურებს.

„2024 წლიდან ონკოლოგიური მკურნალობის უწყვეტი ჯაჭვის შექმნისთვის პირველადი დიაგნოსტიკის დაფინანსება გახდება პროგრამული, რაც უზრუნველყოფს დიაგნოზის დადგენას ადრეულ სტადიაზე. ონკოლოგიური ქირურგია საქართველოში ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად მისი შემოსავლებისა, გახდება უფასო.

მომავალი წლიდან პენსიონერები უფასოდ მიიღებენ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებს, ასევე მშობიარობა და საკეისრო კვეთა, პალატის, კვების, მედიკამენტების ანაზღაურებით იქნება უფასო.

დემოგრაფიული მონაცემების გაუმჯობესების და ოჯახის გაძლიერების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით ათასზე მეტი მრავალშვილიანი უსახლკარო ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი სახლით.

ერთადერთ ნაბიჯად მედიცინაში „ღიმილიანი საქართველოს" პროექტი დატოვეთ - კბილები დააძრეთ ხალხს და მართლაც, გაღიმებულები დატოვეთ",- განაცხადა ზავრადაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics