07:24 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-28 13:54:49, 550 ნახვა

პოლიტიკა
ბითაძე ოპოზიციას - დღეს ყველა თქვენი გამოსვლა არის გაჯერებული ზიზღით, რასაც ვეღარ უძლებს ქართული საზოგადოება

გაუგებარია თქვენ შიგნით რას აკეთებთ, ეს თქვენი საქმეა, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით, რომ დღეს ყველა თქვენი გამოსვლა არის გაჯერებული ზიზღით, რასაც ვეღარ უძლებს ქართული საზოგადოება,- ასე მიმართა ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 

„მესმის, რომ ამას აკეთებთ ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ მომდევნო საარჩევნო სიებში დაიკავოთ ადგილები, მაგრამ არის რაღაც, რასაც სამშობლო და მამულიშვილობა ჰქვია. ასე რომ, თუ თქვენ ეს გრძნობა სადმე გაქვთ ორგანიზმში, 9 ნაბიჯის მესამე პუნქტი კარგად წაიკითხეთ და გაიაზრეთ ის, რომ ხმა უნდა მისცეთ ყველა იმ კანონპროექტს, რომელსაც ევროკავშირში მივყავართ და ასევე, ფორმალურად კი არ უნდა ეცადოთ რაღაც პროცესებში ჩართვას, არამედ ხელი არ უნდა შეუშალოთ იმ გზას, რასაც ჰქვია რატიფიცირებიდან კანდიდატის სტატუსამდე და ჩვენთან ერთად იზეიმოთ 15 დეკემბერს, გაგიხარდეთ და არ შეგშურდეთ“,- განაცხადა მაია ბითაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics