11:52 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-27 16:25:21, 698 ნახვა

საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტო - CBS-მა, ქართული ღვინის შესახებ სიუჟეტი მოამზადა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, აშშ-ის ერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა ტელემაუწყებელმა CBS-მა, ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სიუჟეტი Ancient Vines (უძველესი ვაზი) მოამზადა. სიუჟეტი CBS-ის ეთერში, გადაცემა „60 წუთში“ 26 ნოემბერს გავიდა.  აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 22 წუთიან სიუჟეტში საქართველოს ღვინის წარმოების 8 ათასწლიან ისტორიასა და მის აწმყოზეა საუბარი.

„გადაღებები ალავერდის ეპარქიაში, ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე, მექვევრე ზაზა კბილაშვილთან  და მეღვინეობაში „ხოხბის ცრემლები“ მიმდინარეობდა, სიუჟეტში ქართულ სამზარეულოზე შეფ-მზარეული თეკუნა გაჩეჩილაძე საუბრობს.

აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდისთვის, სახელმწიფო აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს. კამპანიის მასშტაბების გაზრდის მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სპეციალურად ამერიკული ტელეკომპანია CNN-ისთვის, ქართული ღვინის შესახებ ვიდეორგოლი მომზადდა, რომელიც დღეიდან, ერთი თვის განმავლობაში, იტრიალებს ტელეკომპანიის ეთერში.

ლინკი: https://www.cbsnews.com/news/georgia-ancient-wine-techniques-restoring-grape-varieties-60-minutes-transcript/?ftag=CNM-00-10aab5j&linkId=251076215&fbclid=IwAR1S74c-WMLrMOiKCuHOXKMAhZprhPO-4C7hHCnb4lN_44OwhD8USP71KpY“, - აღნიშნულია ინფორმაციაში





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
მაჭარაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩი რუსეთის ეგზარქოს შეადარა
საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე დააკავეს
პოლიციამ მარტვილში ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics