|
2023-11-27 15:26:54, 995 ნახვა
საზოგადოება
„დირიჟორი“ - ახალი სპექტაკლი თეატრ სახელოსნო 42-ში - სეზონის პარტნიორია SOLO
SOLO კულტურის სფეროს მხარდაჭერას და ხელოვნების პოპულარიზაციისკენ მიმართული ინიციატივების ხელშეწყობას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით ის „თეატრი სახელოსნო 42-ის“ სეზონის გენერალური პარტნიორია. „თეატრი სახელოსნო 42“ მაყურებლის წინაშე ახალი სპექტაკლით - „დირიჟორით“ წარდგება. პრემიერა 05, 06, 13, 15, 16 და 19 დეკემბერს გაიმართება. მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, სცენაზე იხილოს რონალდ ჰარვუდის პიესა, რომელიც ინგლისურიდან გურამ ღონღაძემ თარგმნა. სპექტაკლის რეჟისორი და სცენოგრაფი ლევან წულაძეა, კოსტიუმების მხატვარი ნინო სურგულაძეა, სპექტაკლის ქორეოგრაფი თინათინ წულაძეა, მუსიკალური გამფორმებელი ზურაბ გაგლოშვილია, ვიდეო ინსტალაციები შექმნილია დათა დვალიშვილის მიერ, ტექნიკური რეჟისორი კი თამარ ფრუიძეა. ექსკლუზიურად SOLO მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, სეზონის განმავლობაში SOLO Visa ბარათით ბილეთების შეძენისას „თეატრი სახელოსნო 42-ის“ ნებისმიერ სპექტაკლზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. სპექტაკლზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ვებგვერდებზე biletebi.ge და tkt.ge
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
სომხეთის პარლამენტში დეპუტატებმა იჩხუბეს
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გირაოთი გაათავისუფლეს
დაჯგუფების წევრები ქალის სახელით ეცნობოდნენ მამაკაცებს, შემდეგ სცემდნენ და ძარცვავდენ - პოლიციამ 7 პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)