15:20 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-27 09:38:36, 772 ნახვა

მსოფლიო
CNN - „ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელთან ოთხდღიანი ზავის გახანგრძლივება სურს

ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელთან ოთხდღიანი ზავის გახანგრძლივება სურს. აღნიშნულის შესახებ CNN- წერს.

როგორც დაჯგუფების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „ჰამასს“ სურს, გააგრძელოს ზავი ოთხდღიანი პერიოდის დასრულების შემდეგ, სერიოზული ძალისხმევით გაზარდოს პატიმრობიდან გათავისუფლებულთა რიცხვი, როგორც ეს გათვალისწინებულია ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით“.

ამასთან, როგორც კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაჯედ ალ-ანსარიმ განაცხადა, ზავის გაგრძელება ისრაელ-"ჰამასს" საშუალებას მისცემს დანარჩენ მძევლებთან დაკავშირებით "უფრო სერიოზულ დისკუსიებში შევიდნენ".

„რისი იმედიც გვაქვს, არის ის, რომ იმპულსი, რომელიც მოჰყვა მძევლების გათავისუფლებას ამ ოთხდღიანი შეთანხმებისას, საშუალებას მოგვცემს, გავაგრძელოთ ზავი ამ ოთხი დღის შემდგომ და შესაბამისად, უფრო სერიოზულ დისკუსიებში შევიდეთ დანარჩენი მძევლების შესახებ“, - განაცხადა კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.

ცნობისთვის, 24 ნოემბერს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა და მძევლების გათავისუფლების პირველი რაუნდი შედგა, რომლის ფარგლებშიც"ჰამასმა" 24 მძევალი გაათავისუფლა. პირველი რაუნდის შემდეგ ტერორისტული დაჯგუფების ტყვეობიდან ასევე გათავისუფლდა 13 ისრაელელი და 4 ტაილანდელი მოქალაქე, რომელთა სანაცვლოდაც ისრაელმა 39 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics