21:18 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-26 12:55:31, 672 ნახვა

ეკონომიკა
მონაკოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

მონაკოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის LE PONT CAUCASIEN ორგანიზებით, მონაკოში, ქალაქ მონტე-კარლოში, ღვინისა და გასტრონომიის ფესტივალში Salon Monte Carlo Gastronomie ქართული ღვინის მწარმოებელი ცხრა კომპანია მონაწილოებდა: "შალაურის ღვინის მარანი", "ენშენთ ველი", "კონჭო და კომპანია", "თავანკარი", "შუხმან ვაინს ჯორჯია", "ვინივერია", "ქვევრის ღვინის მარანი", "ვაზისუბნის მამული" და "შატო მუხრანი".

"ფესტივალს ათასობით სტუმარი, როგორც ღვინის მომხმარებელი, ასევე კომერციული და HoReCa სექტორის წარმომადგენელი დაესწრო, რაც უმნიშვნელოვანესია ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით.

Salon Monte Carlo Gastronomie ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა აღნიშნულ რეგიონში, რომელში მონაწილეობაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას არა მარტო მონაკოში, არამედ საფრანგეთში",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics