08:51 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-26 11:34:20, 724 ნახვა

პოლიტიკა
ზელენსკი ზურაბიშვილს - ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ ჩვენი თავისუფლებისა და ხალხის დასაცავად

ვაფასებ თქვენს სოლიდარობას უკრაინის მიმართ ჰოლოდომორის ხსოვნის დღეს,- ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.

ზელენსკის თქმით, საქართველომ და უკრაინამ "რუსეთის აგრესიული პოლიტიკის უამრავ ტანჯვას გაუძლეს".

"ჩვენმა ერებმა გაუძლეს მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის უამრავ ტანჯვას. ჩვენ ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ ჩვენი თავისუფლებისა და ხალხის დასაცავად“,- წერს ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტის საპასუხოდ სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მანამდე, 25 ნოემბერს, სალომე ზურაბიშვილმა X-ზე [ყოფილ Twitter-ზე] დაწერა: "სოლიდარობით ვდგავართ უკრაინასთან ჰოლოდომორის ხსოვნის დღეს. ჩვენ პატივს მივაგებთ საბჭოთა რეჟიმის ტერორის მსხვერპლებს. 90 წლის შემდეგ, მჩაგვრელი პრაქტიკისადმი წინააღმდეგობა რჩება ჩვენს საერთო მოვალეობად, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისტორია არ განმეორდება".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics