2023-11-25 17:32:33, 934 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ვისაც შევიწყალებ, ნახავთ, როცა იქნება შეწყალება
ვისაც შევიწყალებ, ნახავთ, როცა იქნება შეწყალება, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, აპირებს თუ არა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას.
„მე აქ არ ვარ მოსული, რომ არც სტალინზე და არც სააკაშვილზე ვილაპარაკო. 7 ნოემბერს ვმონაწილეობდი და ეს იყო ქართველი ხალხის ბრძოლა. ამაზე სხვა სათქმელი არ მაქვს. მე აქ არავის შეწყალებაზე არ ვსაუბრობ და კითხვებზე არ ვპასუხობ, ვისაც შევიწყალებ, ნახავთ, როცა იქნება შეწყალება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ გორში ჩავიდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,