08:51 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-24 18:51:21, 621 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - სამხედრო ტყვეებზე ჩვენ ვერ ვიზრუნებთ, რადგან ისინი რუსეთ-უკრაინის ომის სამხედრო ტყვეები არიან

სამხედრო ტყვეებზე ჩვენ ვერ ვიზრუნებთ, რადგან ისინი არიან რუსეთ-უკრაინის ომის სამხედრო ტყვეები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უკრაინაში მებრძოლი საქართველოს ორი მოქალაქის რუსების ტყვეობაში ყოფნასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, საქართველოს მთავრობა უკრაინულ მხარესთან ამ თემაზე ვერ ითანამშრომლებს.

"სამხედრო ტყვეებზე ჩვენ ვერ ვიზრუნებთ, რადგან ისინი არიან რუსეთ-უკრაინის ომის სამხედრო ტყვეები, მაგრამ ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულებაა, ვიზრუნოთ მოქალაქეებზე. ამისთვის არსებობს შესაბამისი მექანიზმები. დანარჩენი არის მგრძნობიარე საკითხი, შესაბამისი უწყებების მიერ დასარეგულირებელი და რაიმე პასუხი თუ იქნება გასაცემი, შესაბამისი უწყებები გაგცემენ, თუნდაც მოკითხვასთან დაკავშირებით. ჩემი პრეროგატივა არ არის ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. ყველაფერთან დაკავშირებით პასუხს გაგცემენ შესაბამისი უწყებები...

ჩვენ უკრაინულ მხარესთან ამ თემაზე ვერ ვითანამშრომლებთ. ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ კონკრეტული არხები იმისთვის, რომ ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვაზე. რაც შეეხება სამხედრო ტყვეების საკითხს, სამხედრო ტყვეების საკითხი არის უკრაინის საქმე გამომდინარე იქიდან, რომ ისინი არიან რუსეთ-უკრაინის ომის სამხედრო ტყვეები.“,  - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მათ უკრაინის მხარეს მებრძოლი ორი ქართველი მებრძოლი - გიორგი გოგლიძე და გიორგი ჩუბითიძე ტყვედ აიყვანეს.

აღნიშნულ ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოახმაურა და განაცხადა, რომ ქართული მხარე ტყვეების უფლებების დასაცავად ყველა საერთაშორისო მექანიზმს გამოიყენებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics