08:48 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-24 16:08:51, 671 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - მთლიანად ვეთანხმები მანიფესტის ტექსტს - ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ლიდერობაზე

მთლიანად ვეთანხმები მანიფესტის ტექსტს. საჭიროა, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გაფართოება და იმ ხალხის დაბრუნება, რომელთაც პარტიის წინაშე დიდი დამსახურება მიუძღვით, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის თქმით, არჩეული ორგანოები ლეგიტიმურია, მაგრამ მაქსიმალურად ფართო ჩართულობისთვის, საჭიროა, პოლიტსაბჭოს გაფართოება.

ექსპრეზიდენტის განცხადებით, ის იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ლიდერობაზე.

"გუშინდელი ღონისძიება იყო ბრწყინვალედ ჩატარებული და იყო ძალიან ზუსტი დადასტურება იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არა მხოლოდ ცოცხალია, არამედ ყოველდღე სულ უკეთეს ფორმაში მოდის.

უმაგრესი გამოსვლები იყო ლევან ხაბეიშვილის, გიორგი ვაშაძის, გია ხარჩილავას, თიკა ბოკუჩავასა და სხვების.

რაც შეეხება მანიფესტს, მთლიანად ვეთანხმები მის ტექსტს ერთი არსებითი მოსაზრების გათვალისწინებით. ერთის მხრივ, არჩეული ორგანოები უდავოდ ლეგიტიმურია, მეორეს მხრივ, მაქსიმალურად ფართო ჩართულობისთვის, საჭიროა, პოლიტსაბჭოს გაფართოება, მათ შორის, იმ ხალხის დაბრუნება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მაქსიმალურად ჩართვა, რომელთაც დიდი დამსახურება მიუძღვით "ნაცმოძრაობის" წინაშე და ადრე იყვნენ პოლიტსაბჭოს წევრები.

რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ ამის შემდეგ შეწყდება ერთმანეთზე თავდასხმა და ყველანი ერთად ვიბრძოლებთ საერთო მტრის წინააღმდეგ. მე ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ლიდერობაზე და ძალიან გამიხარდება, თუ მაქსიმალურად ბევრი ვიქნებით ამ ბრძოლაში", - წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 22 ნოემბერს, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და პარტიის მანიფესტი გამოაქვეყნა, რომელიც 11 პუნქტისგან შედგება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics