2023-11-24 15:33:52, 595 ნახვა
პოლიტიკა
ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება იყო.
ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და " ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა მმართველი გუნდი კორუფციაში დაადანაშაულეს.
შემთხვევის გამო, საკრებულოს სხდომა გარკვეული დროის განმავლობაში შეჩერებული იყო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,