12:56 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-23 16:18:48, 924 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი რეზოლუციაზე - ევროპამ საქართველოს მიმართ ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აჩვენა

ევროპამ კიდევ ერთხელ აჩვენა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას.

ზურაბიშვილის თქმით, რეზოლუცია ხაზს უსვამს საერთაშორისო საზოგადოების როლს იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომელთა წინაშეც რუსეთის მუდმივი ოკუპაციის გამო საქართველოს მოქალაქეები დგანან.

"ევროპამ კიდევ ერთხელ აჩვენა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. 

მადლობელნი ვართ ევროპარლამენტის თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით მიღებული გადამწყვეტი რეზოლუციისთვის, რომელიც ხაზს უსვამს საერთაშორისო საზოგადოების როლს იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომელთა წინაშეც რუსეთის მუდმივი ოკუპაციის გამო საქართველოს მოქალაქეები დგანან", - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუციას, რომელიც ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ინიციატივით იყო წარდგენილი, მხარი 495-მა ევროდეპუტატმა დაუჭირა, 7 წინააღმდეგ წავიდა, 50-მა კი თავი შეიკავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics