10:17 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-23 11:16:58, 615 ნახვა

პოლიტიკა
ფოტიგა - ჩვენი მიზანია, შეიქმნას EU-ის სანქციების სია, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მსგავსი

ჩვენი მიზანია, შეიქმნას ევროკავშირის სია, სანქციების სია, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მსგავსი ჩამონათვალი,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ ევროპარლამენტში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა.

ფოტიგას თქმით, აღნიშნული სიის მიზანია, პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ ადამიანებს, ვინც დანაშაული ჩაიდინეს.

"თამაზ გინტური, საქართველოს მოქალაქე, 2008 წლის ომის ვეტერანი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად, როდესაც მეგობართან ერთად ეკლესიაში მიდიოდა. გინტური მოკლეს და საქართველოს მეორე მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ჩვენ რეზოლუციაში დავასახელეთ სხვა მსხვერპლთა სახელებიც.

ჩვენი მიზანია, შეიქმნას ევროკავშირის სია, სანქციების სია, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მსგავსი ჩამონათვალი, რომელიც დაგვეხმარება სანქციების დაწესებაში მათზე, ვინც უდანაშაულო ადამიანების, ამ ქვეყნის პატრიოტების წინააღმდეგ ჩადენილ ამ და მსგავსი სახის დანაშაულებზეა პასუხისმგებელი“,- განაცხადა ფოტიგამ.

ცნობისთვის, გუშინ, 22 ნოემბერს ევროპარლამენტში რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირულ რეზოლუციაზე დებატები გაიმართა. 

6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს.

რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

8 ნოემბერს, ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ, ნიკოლოზ გინტურმა ძმის სავარაუდო მკვლელები დაასახელა. ნიკოლოზ გინტურის ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელები ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო არიან.

11 ნოემბერს, რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური სოფელ კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics