10:14 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-23 09:34:31, 680 ნახვა

პოლიტიკა
ლექსმანი გინტურის მკვლელობაზე - ყველა დამნაშავე პასუხისგებაში უნდა მიეცეს

ყველა დამნაშავე პასუხისგებაში უნდა მიეცეს, მათ შორის მიზანმიმართული სანქციების დაწესებით. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკანონო ოკუპაცია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მირიამ ლექსმანმა ევროპარლამენტში ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებული რეზოლუციის განხილვისას განაცხადა.

ლექსმანის თქმით, ევროპარლამენტი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს და გმობს რუსეთისა და მისი მარიონეტების ყველა ძალისხმევას, ძირი გამოუთხაროს ამ მიზნებს.

"ვგმობთ თამაზ გინტურის სასტიკ მკვლელობას. ეს საზარელი აქტი, ისევე, როგორც საქართველოს მოქალაქეების მკვლელობისა და უკანონო გატაცების ყველა სხვა შემთხვევა, წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო ძალების პირდაპირ პასუხისმგებლობას. ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, რომ არა საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაცია. ყველა დამნაშავე პასუხისგებაში უნდა მიეცეს, მათ შორის, მიზანმიმართული სანქციების დაწესებით. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკანონო ოკუპაცია.

ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ. მხარს ვუჭერთ მისი ხალხის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს და ვგმობთ რუსეთის და მისი მარიონეტების ყველა ძალისხმევას, ძირი გამოუთხაროს ამ მიზნებს", - განაცხადა ლექსმანმა.

ცნობისთვის, გუშინ, 22 ნოემბერს ევროპარლამენტში რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირულ რეზოლუციაზე დებატები გაიმართა. 

6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს.

რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

8 ნოემბერს, ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ, ნიკოლოზ გინტურმა ძმის სავარაუდო მკვლელები დაასახელა. ნიკოლოზ გინტურის ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელები ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო არიან.

11 ნოემბერს, რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური სოფელ კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics