10:15 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-22 17:42:48, 647 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - „ვარდების რევოლუცია“ გაერთიანების შედეგი იყო - რაღაც ეტაპზე გაერთიანება გარდაუვალი იქნება

ჩვენ მთლიანად გავაერთიანეთ ძალები და „ვარდების რევოლუციაც“ ამის შედეგი იყო... ზოგი გაერთიანება ახლავე მოხდება, ზოგს კი უნდა ახსოვდეს, რომ რაღაც ეტაპზე გაერთიანება გარდაუვალი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, "ნაციონალური მოძრაობა" არ მიისწრაფის იმისკენ, რომ პოლიტიკოსებს ერთმანეთი უყვარდეთ, მათ უნდა აერთიანებდეთ საერთო იდეები და კონკრეტული სამიზნე - ოლიგარქია".

"გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ჩვენ მთლიანად გავაერთიანეთ ძალები და „ვარდების რევოლუციაც“ ამის შედეგი იყო. 

რევოლუციის შემდეგ, ჩვენ ერთად ჩამოვაყალიბეთ მთავრობა, რომლის ბირთვს წარმოადგენდა ჟვანიას გუნდი და არა ენმ-ი. ზურაბ ჟვანიამ გააუქმა მისი პარტია და შეუერთდა "ნაციონალურ მოძრაობას". უნდა ითქვას, რომ მისი პრემიერობის პერიოდი იყო ჩვენი ყველაზე ახლო მეგობრობის ხანაც და მისი სიკვდილი ჩემთვის უზარმაზარი დარტყმა აღმოჩნდა.

უკრაინაში მაიდანის დროსაც გაერთიანდნენ სრულიად სხვადასხვა ძალები, ერთ დროს სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებულები. 

როდესაც მაიდანის დასაწყისში ჩავფრინდი, უკვე ყოფილი პრეზიდენტის რანგში, ერთ მაგიდაზე შემხვდნენ ლიდერები, რომლებიც ადრე ერთმანეთთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მყავდა ნანახი. მაშინ მივხვდი, რომ მაიდანი იმარჯვებდა.

რატომ ვყვები ამ ყველაფერს? 

ახლაც ჩემს ფუნქციად ვხედავ მაქსიმალურად ფართო ერთობის შექმნას და ვისთანაც ამ ეტაპზე გაერთიანება ვერ ხერხდება, მათთან მოგვიანებით მისასვლელი გზის დატოვებას.

აი მაგალითად, ჩვენს გაერთიანებაში ახლა ერთ-ერთი ლიდერია გიორგი ვაშაძე. მე ზოგიერთი სულ მახსენებს მის კრიტიკულ გამონათქვამებს ჩემ მიმართ, მაგრამ მე პირადად უფრო მახსენდება მისი 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ბრწყინვალე ხელმძღვანელობა, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" პრაქტიკულად, პირველ ტურში მოიგო. მე სულ მახსოვს მისი წვლილი ქართული იუსტიციის სახლების შექმნაში და უკრაინაში მის მიერ ქართული რეფორმების საუკეთესო კუთხით წარმოჩენაში. 

ამიტომ, მე მასთან ბევრად მეტი მაერთიანებს, ვიდრე მყოფს და კმაყოფილი ვარ, რომ გამარჯვების კოალიციაში ის თავის ძალიან ნიჭიერ გუნდთან ერთადაა წარმოდგენილი.

ჩვენ გადაკვეთის წერტილებს ვპოულობთ ყველაზე მოულოდნელ ძალებთანაც. მას შემდეგ, რაც მე გამოვაცხადე, რომ დადგა დრო კახა ბენდუქიძის დიდი ხნის იდეის განხორციელების - ეროვნული ბანკის გაუქმების და ეკონომიკის ევროზე გადაყვანის, აღმოჩნდა, რომ ამასვე დიდი ხანია ითხოვს იაგო ხვიჩიას „გირჩი“. 

ასევე ჩვენი პოზიციები ამნისტიის საკითხზე ძირითადად ემთხვევა მათ აზრს. 

არის თუ არა ეს საფუძველი ერთობის - რა თქმა უნდა, არის, ჩვენ ხომ იდეურ ერთობას ვეძებთ და არა საძმაკაცოს, ან კლანურ გაერთიანებას.

ამიტომ, ჩემი რჩევაც და მოწოდებაც შემდეგია - ჩვენ არ მივისწრაფვით იმისკენ, რომ პოლიტიკოსებს უყვარდეთ ერთმანეთი, მათ უნდა აერთიანებდნენ საერთო იდეები და კონკრეტული სამიზნე - ოლიგარქია. 

ზოგი გაერთიანება ახლავე მოხდება, ზოგს კი უნდა ახსოვდეს, რომ რაღაც ეტაპზე გაერთიანება გარდაუვალი იქნება. საბოლოო ჯამში, ძალა ერთობაშია!" - წერს მიხეილ სააკაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics