|
2023-11-22 10:56:29, 743 ნახვა
ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტო - აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას 2024 წლიდან კიდევ უფრო მასშტაბურს გავხდით
ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული „ქართული ღვინის ფორუმის“ ფარგლებში, ქალაქ ჰიუსტონში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი თამთა ყველაიძე სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის Colangelo & Partners ვიცე-პრეზიდენტ პოლ იანონს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე 2023 წელს განხორციელებული ღონისძიებები შეაჯამეს და 2024 წლის მარკეტინგული სტრატეგია განიხილეს. „ღვინის ეროვნული სააგენტო მომავალ წელს აქტიურად გააგრძელებს აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ ღონისძიებებს. არსებულ მიმართულებებთან ერთად, გაძლიერდება მომხმარებელზე ორიენტირებული მედიაკამპანიები, რომლებიც გათვლილია ამერიკის ღვინის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და გაყიდვების ზრდაზე. ვგეგმავთ თანამშრომლობას ისეთ წამყვან მედიაჰოლდინგებთან და გამომცემლობებთან, როგორებიცაა CNN, Wine Enthusiast, Wine&Spirits Magazine, The New York Times და სხვა”, - აღნიშნა თამთა ყველაიძემ. Colangelo & Partners-ის ვიცე-პრეზიდენტის, პოლ იანონის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად იზრდება ინტერესი ქართული ღვინის მიმართ. „ჩვენი სამომავლო საქმიანობის მიზანია, გაიზარდოს ქართული ღვინის მოხმარება და, ამასთან ერთად, ის ჩამოყალიბდეს როგორც კონკურენტუნარიანი კატეგორია“, - აღნიშნა პოლ იანონმა. აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას Colangelo & Partners, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან კონტრაქტის ფარგლებში, 2022 წლიდან ახორციელებს. Colangelo & Partners ერთ-ერთი უმსხვილესი მარკეტინგული კომპანიაა, რომელიც ამერიკის ბაზარზე 15 წელზე მეტია ოპერირებს. მიმდინარე წელს, ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, კომპანიის Colangelo & Partners ორგანიზებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანია იმ სტრატეგიულ მიმართულებებს მოიცავდა, რამაც უნდა უზრუნველყოს ქართული ღვინის ცნობადობის და აშშ-ის ბაზარზე მოთხოვნის გაზრდა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)