|
2023-11-21 14:24:09, 885 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ზურაბიშვილის განცხადება, რომ რუსული ენის გაგონება პრობლემაა ქართველი ხალხისთვის, აბსოლუტური ქსენოფობიაა
სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ რუსული ენის გაგონება პრობლემაა ქართველი ხალხისთვის, ეს არის აბსოლუტური ქსენოფობია, რომელსაც ყველა უნდა გაემიჯნოს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, საუბარი ეროვნებაზე, ეთნოსზე "დასაძრახია". "რუსეთს აქვს ჩვენი ორი რეგიონი ოკუპირებული, ეს ოკუპაცია არის დასასრულებელი და ამ ოკუპაციის დასრულება მნიშვნელოვანია დამატებითი მსხვერპლის გარეშე, რაც მთავარია და არა ისე, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას" წარმოუდგენია, რომ ცეცხლით და მახვილით უნდა იყოს საქართველოში ბრძოლა. ჩვენი ამოცანა არის ეს. რაც შეეხება რუსებს და რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში - ხაზი უნდა გაესვას, რომ საუბარია მოქალაქეებზე და არა მხოლოდ ეთნიკურად რუსებზე, მათ შორის არიან ეთნიკურად ქართველები, ისინი, ვისაც აქვთ კავშირი საქართველოსთან და სწორედ იმიტომ, რომ დაიწყო აგრესიული ომი, დაბრუნდნენ საკუთარ კერაზე, ხოლო რაც შეეხებათ ეთნიკურად რუსებს, ნებისმიერი ქსენოფობიური განცხადება, მათ შორის - ამასწინათ, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან გაკეთებული ქსენოფობიური განცხადება, რომ რუსული ენის გაგონება პრობლემაა ქართველი ხალხისთვის, ეს არის აბსოლუტური ქსენოფობია, რომელსაც ყველა უნდა გაემიჯნოს. ყველაფერთან ერთად, ჩვენ, საქართველოში 10 ათასზე მეტი მოქალაქე გვყავს, რომლისთვისაც რუსული ენა მშობლიური ენაა. ასეთი საუბარი ეროვნებაზე, ეთნოსზე არის ქსენოფობია, რაც არის დასაძრახი. არ მიკვირს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისგან...",- თქვა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ "შემაშფოთებელია, როცა საქართველოში გყავს ადამიანები, რომლებიც მტრის ენაზე საუბრობენ და სჯერათ, რომ სახლში არიან".
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)