11:49 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-21 11:20:17, 709 ნახვა

პოლიტიკა
ჰერჩინსკი საარჩევნო ბარიერზე - გადაწყვეტილება ქართველებმა უნდა მიიღონ

გადაწყვეტილება ქართველებმა უნდა მიიღონ,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ჰერჩინსკიმ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას თქვა, აღნიშნულ საკითხზე ევროკავშირის ქვეყნებში ოქროს სტანდარტი არ არსებობს.

"თქვენ ბარიერის შესახებ მკითხეთ, ეს იყო შარლ მიშელის შუამავლობით ორი წლის წინ მიღწეული შეთანხმების ნაწილი. გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ქართველებმა. ჩვენი თვალსაზრისით, არჩევნებს აქვს აზრი მაშინ, თუკი ხალხი გრძნობს, რომ მათი ხმა გაგებულია. ასე რომ, საარჩევნო ბარიერი მნიშვნელოვანია, რადგან სიტუაცია, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მათი ხმები არ არის ასახული მომავალ პარლამენტში, არის შეუსაბამო. თუმცა, მეორე მხრივ, სიტუაცია, როდესაც გყავს ბევრი პარტია წარმოდგენილი და ძალიან რთულია წინსვლა, რადგან ზედმეტად ბევრი მრავალფეროვნებაა, ასევე არ არის სათანადო. ეს დისკუსია გაგრძელდება და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ქართველები თავად შეთანხმდებიან ერთმანეთში ისეთ სიტუაციაზე, რომელშიც სათანადო ბალანსი იქნება უზრუნველყოფილი.

რაც შეეხება თავად ევროკავშირს, არ არსებობს ოქროს სტანდარტი. ჩვენს წევრ ქვეყნებს აქვთ განსხვავებული წესები. არის ქვეყნები, სადაც საარჩევნო ბარიერი ძალიან მაღალია, 5 პროცენტი, არის ქვეყნები, სადაც საარჩევნო ბარიერი არ არის საერთოდ. ეს არის მნიშვნელოვანი და ეს იქნება პირველი სრულად პროპორციული არჩევნები და ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ რა წესებიც არ უნდა იყოს, ეს წესები წარდგენილი იყოს რაც შეიძლება მალე, რათა უზრუნველყოფილი იყოს ყველასთვის თანაბარი პირობები“,- აცხადებს ჰერჩინსკი, როგორც ამას საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კოსტა: ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის თავისუფლების დაცვა, რათა მათ საკუთარი ბედი თავად აირჩიონ
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ჟურნალისტი გურამ როგავა, აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა
ფორმულა: ოცნება კვიპროსში ევროკავშირის გაფართოების მინისტერიალზე არ მიიწვიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics