|
2023-11-20 17:34:46, 1576 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ომი არ დასრულდება ისე სწრაფად, როგორც ჩვენ გვსურს, თუმცა უკრაინა დათმობას არ აპირებს
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული სრულმასშტაბიანი ომი არ დასრულდება ისე სწრაფად, როგორც ჩვენ გვსურს, თუმცა უკრაინა არ აპირებს დანებებას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე, უკრაინელი ხალხის მაღალ მოტივაციაზე, მონდომებასა და გამარჯვების რწმენაზე ისაუბრა. „რატომღაც ადამიანებს აქვთ დამოკიდებულება, როგორც ფილმთან და ელოდებიან, რომ არ იქნება ხანგრძლივი პაუზები მოვლენებში, სურათი ყოველთვის შეიცვლება მათ თვალწინ, იქნება სიურპრიზები ყოველდღე, მაგრამ ჩვენთვის, ჩვენი მეომრებისთვის ეს ფილმი არ არის. ეს არის ჩვენი ცხოვრება. რთული სამუშაოა ყოველდღე. ყველაფერი ისე სწრაფად არ დასრულდება, როგორც ჩვენ გვსურს, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება, დავნებდეთ და არ გავაკეთებთ ამას“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)