|
2023-11-20 16:17:54, 834 ნახვა
საზოგადოება
მერია - გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური თავდადებულის ქუჩაზე რეკრეაციულ სივრცეს მოაწყობს
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე არსებულ ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც ორ ჰექტარს შეადგენს, რეკრეაციული სივრცის მოწყობას იწყებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, თავდაპირველად, აღნიშნულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლითი (გამოხშირვითი/გაწმენდითი) ჭრის სამუშაოები განხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, მოიჭრება თვითნათესი ხილ-კენკროვანი მცენარეები. გარდა ამისა, ტერიტორია გაიწმინდება სამშენებლო ნარჩენებისგან და მოიხსნება უკანონო შემოღობვები. აღნიშნული სამუშაოები მიმდინარე კვირაში დაიწყება. „სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე თანამედროვე რეკრეაციული სივრცის შექმნა იგეგმება. მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, გარე განათების სისტემები, საბავშვო და სპორტული მოედნები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩატარდება გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიებები: მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაირგვება სხვადასხვა სახეობის მცენარე და დაითესება ბალახის საფარი. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბერში დაიწყება და 2024 წელს დასრულდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
რასა იუკნევიჩიენე - ხოშტარიას ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ბადრი ჯაფარიძესა და გორდულაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)