11:50 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-20 15:46:04, 560 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - უნდათ საქართველოში იმ უბედურების გამეორება, რაც 2008 წელს ვიხილეთ - ამას ვერ ეღირსება ვერც ალასანია და ვერც მისი დისშვილი

მისმა დისშვილმა სცადა ერთხელ ომის გზით ტერიტორიების დაბრუნება და მოგეხსენებათ რაც მოიტანა ამ ყველაფერმა ჩვენი ქვეყნისთვის: ეს იყო ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, აფხაზეთს და სამაჩაბლოს ოკუპაცია, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას მიერ გაკეთებული განცხადებები.

კობახიძის თქმით, "ალასანიას და სააკაშვილს საქართველოში იმის გამეორება სურთ, რაც 2008 წელს ხდებოდა, თუმცა, დღევანდელი ხელისუფლება მათი გამოცდილებისგან განსხვავებულ პოლიტიკას აწარმოებს".  

„ჩვენ არ გვინდა ალასანიას და მისი დისშვილის გამოცდილების გაზიარება, ბუნებრივია, ეს წარმოუდგენელია. ჩვენ გვაქვს სხვა პოლიტიკა და ამით გაღიზიანებულები არიან ეს ადამიანები, ერთი, რომ საკუთარი ცოდვები აწუხებთ და მეორე უნდათ საქართველოში იმ უბედურების გამეორება, რაც 2008 წელს ვიხილეთ ჩვენს ქვეყანაში. ამას ვერ ეღირსება ვერც თემურ ალასანია და ვერც მისი დისშვილი. გარდა ამისა, როცა საუბარია დემოკრატიაზე, ესეც ენატრებათ ამ ადამიანებს, ენატრებათ ის დრო, როცა სააკაშვილი ავტორიტარული მეთოდებით მართავდა ქვეყანას, როდესაც ის იყო დიქტატორი. ამ ნოსტალგიის გამოძახილია ის განცხადებები, რომლებიც კეთდება სააკაშვილის ბიძის მხრიდან. საქართველოს, მათი გამოცდილებისგან განსხვავებით, უნდა ჰქონდეს მშვიდობა და დემოკრატია. ეს არის ჩვენი სულისკვეთება, ჩვენი პოლიტიკა, განსხვავებით ამ რეჟიმის ლიდერების პოლიტიკისგან...

პერიოდულად მათ აქვთ წამოცდენები და საზოგადოებას აძლევენ ხოლმე აღიარებით ჩვენებას. ეს იყო თემურ ალასანიას მორიგი წამოცდენა. ბუნებრივია, მათი სურვილი არის რადიკალიზმის გაღვივება, პოლარიზაციის გაღვივება, ადამიანების ერთმანეთთან დაპირისპირება. ეს უბრალოდ წამოსცდა, თორემ, ამას ხომ მთელი ამ წლების განმავლობაში აკეთებდნენ. რასაც აკეთებდნენ ამ რეჟიმის, ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, ეს უბრალოდ წამოსცდა თემურ ალასანიას",- აღნიშნა კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კოსტა: ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის თავისუფლების დაცვა, რათა მათ საკუთარი ბედი თავად აირჩიონ
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ჟურნალისტი გურამ როგავა, აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა
ფორმულა: ოცნება კვიპროსში ევროკავშირის გაფართოების მინისტერიალზე არ მიიწვიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics