2023-11-20 14:54:20, 409 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ქვეყანას ჰყავს ღირსეული პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილის სახით
2025 წლამდე ჩემს ქალაქს და თბილისელებს ვემსახურები - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მის სავარაუდო პრემიერობასთან დაკავშირებით საუბრსისას განაცხადა.
კალაძის თქმით, ქვეყანას დღეს ჰყავს ღირსეული პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილის სახით.
„ქვეყანას ჰყავს ღირსეული პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის სახით. რაც შეეხება ჩემს მომავალს, მე თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ ამირჩია და 2025 წლამდე ვემსახურები ჩემს ქალაქს და თბილისელებს. უდიდესი პასუხისმგებლობაა, იყო დედაქალაქის მერი. უამრავი მნიშვნელოვანი რეფორმა და პროექტი გვაქვს დაწყებული, რასაც ბოლომდე მიყვანა სჭირდება“, - განაცხადა კალაძემ.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),