|
2023-11-20 14:06:48, 803 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი მელიაზე - ან მიიღებს გადაწყვეტილებას 23 ნოემბრამდე, მოაწერს მანიფესტს ხელს, ან გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს
ნიკა მელია ან მიიღებს გადაწყვეტილებას 23 ნოემბრამდე, მოაწერს მანიფესტს ხელს, ან მოგვიწევს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, პარტიის ყოფილი თავმჯდომარე "მისივე გადაწყვეტილებით არის გარიცხულიც და გარიყულიც". "კონკრეტული ადამიანი, ვინც პრობლემას ქმნის, იმედია, 23 ნოემბრამდე თავად მიიღებს გადაწყვეტილებას. არსებობს კონკრეტული მანიფესტი, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი გაავრცელებს და კონკრეტული ადამიანები, დარწმუნებული ვარ, რომ ამას ხელს მოაწერენ, ვინც არ მოაწერს ხელს და ვისაც არ აინტერესებს "ნაციონალური მოძრაობაში“ ერთობა, ვისაც არ აინტერესებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა, აქვს სხვა მიზნები და სხვა ამოცანები, ისინი მიიღებენ საკადრის პასუხს... მიხეილ სააკაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია ერთობა, ჩვენც ამას ვსაუბრობთ ამ თვეების განმავლობაში. კონკრეტული დისკომფორტი თუ ვინმეს ჰქონდა და აქვს, დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა ღიად, რომ ის უხელმძღვანელებს მათ შორის პოლიტიკურ საბჭოში. კონკრეტულ ერთ ადამიანზე, ვისაც ამ თვეების განმავლობაში, ყბადაღებული თემა გახდა მისი ჭირ-ვარამი და მისი წუწუნი და ვერ შეგუებლობა და ნაცვლად ხალხის პრობლემებზე საუბრისა, მხოლოდ მის პრობლემებს მოთქვამს, ეს კონკრეტული ადამიანი ან მიიღებს გადაწყვეტილებას 23 ნოემბრამდე, მოაწერს მანიფესტს ხელს, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი აუცილებლად გაასაჯაროებს, ან მოგვიწევს ჩვენც კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. ნიკა მელია პარტიაში, ფაქტობრივად, მისივე გადაწყვეტილებით არის გარიცხულიც და გარიყულიც. რაც შეეხება იურიდიულ პროცედურას, თუ მელია მოგვმართავს მის სტატუსთან დაკავშირებით, აუცილებლად ადეკვატურ პასუხს მიიღებს. თუ მიიღო მანიფესტთან დაკავშირებით, რომ ხელს აწერს, მე არანაირი პრობლემა არ მაქვს, მობრძანდეს თუ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა ბრძოლა. თუ სხვა მიზნები და ამოცანები აქვს, ის უკვე დიდი ხანია გარიცხულია, იურიდიულად მგლის ბილეთი, დააინტერესებს, მოგვწერს, გავცემთ შესაბამისს პასუხს",- თქვა ხაბეიშვილმა.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)