11:51 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-20 13:07:41, 728 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - უნდა გავაუქმოთ ეროვნული ბანკი - საქართველოს ეკონომიკა ევროზე უნდა გადავიდეს

პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, როცა საქართველოში შეიცვლება სიტუაცია არის ის, რომ უნდა გავაუქმოთ ეროვნული ბანკი,- ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა თქვა, საქართველოს ეკონომიკა ევროზე უნდა გადავიდეს.

"პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, როცა საქართველოში შეიცვლება სიტუაცია, ეს უნდა გაკეთდეს ძალიან სწრაფად, ეს არის პირველი, რომ გავაუქმოთ ეროვნული ბანკი, დავხუროთ ეროვნული ბანკი იმიტომ, რომ ეროვნული ბანკი გამოიყენება მანიპულაციებისთვის, იმისთვის, რომ "ნაკოლს" იძლევიან ბანკებზე. პრაქტიკულად, ივანიშვილს აქვს ყველაზე დიდი ბანკი ერთ-ერთი და ამავე დროს აკონტროლებს ეროვნულ ბანკს. მას შეუძლია, ნებისმიერ დროს აგიწიოთ ან დაგიწიოთ ვალუტის კურსი, აკეთოს ამაზე ფული. სამაგიეროდ, სრულიად არაპროგნოზირებადია ინფლაცია. ხალხი ვერ გეგმავს თავის შემოსავლებს და გასავლებს. აღარავის აღარ ჰყოფნის ხელფასი, ეს უნდა ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ, უნდა გადავიდეს საქართველოს ეკონომიკა ევროზე. ეროვნული ბანკი საქართველოს არ სჭირდება, ემისია საქართველოს არ სჭირდება, თუ შევდივართ ევროპაში, იყოს ევრო... მეორე, საქართველო უნდა იყოს ერთი გადასახადის ქვეყანა. საქართველოს არ სჭირდება მრავალშრიანი გადასახადები, ესეც არის კორუფციის წყარო",- განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების - ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას საქმეზე მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კოსტა: ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის თავისუფლების დაცვა, რათა მათ საკუთარი ბედი თავად აირჩიონ
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ჟურნალისტი გურამ როგავა, აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა
ფორმულა: ოცნება კვიპროსში ევროკავშირის გაფართოების მინისტერიალზე არ მიიწვიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics