2023-11-18 16:35:47, 1049 ნახვა
საზოგადოება
გლდანში, ქერჩის ქუჩაზე მიტოვებულ შენობაში ხანძარი გაჩნდა
გლდანში, ქერჩის ქუჩაზე მიტოვებულ შენობაში ხანძარი გაჩნდა.
როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,