18:07 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-18 12:17:17, 678 ნახვა

საზოგადოება
მე-4 ქვეით ბრიგადას სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ

პროექტის „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 ქვეით ბრიგადაში მოსწავლეებს უმასპინძლეს. ვაზიანის სამხედრო ბაზაზე თბილისის, რუსთავისა და საგარეჯოს სხვადასხვა საჯარო სკოლის მე- 9 კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საპილოტე საგნის „სამხედრო საქმე“ პროექტში ჩართული სკოლების წარმომადგენლებს ბაზის ინფრასტრუქტურის, ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერებისა და ჯარისკაცების საცხოვრებელი და სამუშაო პირობების ადგილზე გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ. სამხედრო მოსამსახურეებმა სტუმრებს ქვედანაყოფის ისტორია გააცნეს და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ისტორიები გაიხსენეს. დღის ბოლოს, მოსწავლეები ბრიგადის სასადილოს ეწვივნენ, სადაც „ჯარისკაცის ულუფა“ დააგემოვნეს.

„საგნის „სამხედრო საქმე“ სწავლება საქართველოს სკოლებში 2022-2023 სასწავლო წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ძალისხმევით დაინერგა. საწყის ეტაპზე საპილოტე პროგრამაში მაღალმთიანი რეგიონების 18 სკოლა ჩაერთო. საგნის მიმართ გაზრდილი ინტერესის გამო, მიმდინარე სასწავლო წელს პროექტმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო.

საქართველოს სამხედრო ბაზებზე სტუდენტებისა და მოსწავლეების ვიზიტები რეგულარულად ხორციელდება. მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდა თაობაში ჯარის პოპულარიზაციასა და ინსტიტუციის მიმართ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
რასა იუკნევიჩიენე - ხოშტარიას ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ბადრი ჯაფარიძესა და გორდულაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics