|
2023-11-17 17:13:58, 1073 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის და შრომის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე ბრალდებული 2 პირი გაამართლა
საქართველოს პროკურატურამ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენი, რომლითაც თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის და შრომის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე ბრალდებული ოთხი პირი გაამართლა, სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის აპრილში, სენაკის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულებმა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დაზარალებულის მიმართ განახორციელეს პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლო ინფორმაციის გავრცელების მუქარა, შანტაჟი და ფსიქოლოგიური ზეწოლა, რის შედეგად დაზარალებული აიძულეს სამსახურიდან საკუთარი ინიციატივით წასვლის განცხადება დაეწერა. „ბრალდებულების მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, დაზარალებულმა თავის მოკვლა სცადა. დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად მისი გადარჩენა მოხერხდა. პროკურატურამ ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით თითმკვლელობის ცდამდე მიყვანა) და 169-ე მუხლით (შრომის კანონმდებლობის დარღვევა) წარუდგინა. ბრალდებულები პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით გადაყენებულ იქნენ თანამდებობიდან. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებაში სრულად გაამართლა, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა და სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყოფილია სისხლის სამართლის საქმე პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წარდგენილი. სისხლის სამართლის საქმის განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)