13:29 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-17 13:43:05, 671 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - სალომე ზურაბიშვილი „ნაცების“ გაბოროტებულ მესიჯბოქსში ჩაერთო

"ნაცებს" რაც აქვთ ყველაზე მდაბიო მესიჯობქსი პოლიტიკიდან გასულ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, ამაში ჩაერთო სალომე ზურაბიშვილიც, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის Le Monde-სთან ინტერვიუს.

მდინარაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის "გაპრეზიდენტებაში" ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა.

"ეს არის გზავნილი ქალბატონი სალომეს მხრიდან, რომ ის ჩაერთო ბოლომდე "ნაცების" მესიჯბოქსში. ანუ სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჰგავს გაბოროტებული ადამიანის განცხადებას, განსაკუთრებით იმ ადამიანის მიმართ, ვინც განსაკუთრებული როლი ითამაშა მის გაპრეზიდენტებაში.

მე მგონია, რომ ცოტა უხერხულობა მაინც ამ დროს ადამიანს უნდა აკავებდეს, იმიტომ, რომ მე პირადად ადამიანს რომ ვიცნობ, განცხადებებში რაც არ უნდა მისი გაკრიტიკება მინდოდეს, ცოტა უფრო რბილად ვაკრიტიკებ ხოლმე, ადამიანური მომენტია და სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაში ბიძინა ივანიშვილმა ითამაშა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი, მიუხედავად ამისა, "ნაცებს" რაც აქვთ ყველაზე მდაბიო მესიჯობქსი პოლიტიკიდან გასულ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, ამ გაბოროტებულ მესიჯბოქსში ჩაერთო სალომე ზურაბიშვილიც", - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Le Monde-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ "დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის".

პრეზიდენტის თქმით, ბიძინა ივანიშვილი "მათ რიგებშია, ვინც ვერ წარმოიდგენს, რომ რუსეთი დამარცხდება".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 100-მდე ახალგაზრდა დაესწრო - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ევროკავშირმა და სომხეთმა დაკავშირებადობის სფეროში პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
რასა იუკნევიჩიენე: სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის პერსპექტივა ცოცხალია, თუმცა მესმის ქართველების იმედგაცრუება, რომ თბილისი ამის მიღმა დარჩა
კობახიძეს ჯერა, რომ ევროპარლამენტარები თავს ესხმიან საქართველოში მედიის თავისუფლებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics