|
2023-11-17 09:54:19, 2233 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ უკრაინის ენერგეტიკული სისტემის გასაძლიერებლად დამატებით 500 მილიონ დოლარს გამოყოფს
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობის გასაძლიერებლად კიდევ 500 მილიონი დოლარის გამოყოფს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეზე ენერგეტიკული რესურსების საკითხებში, ჯეფრი პიატზე დაყრდნობით ავრცელებს. პიატის თქმით, აშშ უკრაინის მთავრობასთან მუშაობს, რათა განავითარონ დეცენტრალიზებული ენერგეტიკული სისტემა, რომელიც სრულად იქნება ინტეგრირებული ევროპასთან. "აშშ-მა უკვე გამოყო 520 მილიონ დოლარზე მეტი უკრაინის ენერგეტიკის სექტორის დასახმარებლად. ვიცით, რომ კიდევ 500 მილიონი აშშ დოლარი გზაშია. ვლადიმერ პუტინი ცდილობდა იარაღად გამოეყენებინა ზამთრის სიცივე და იარაღად გამოეყენებინა ზამთარი უკრაინელი ხალხის ნების დასარღვევად. დარწმუნებული ვარ, ის მარცხს განიცდის“, - განაცხადა პიატმა. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში უკრაინის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობის უზრუნველსაყოფად აშშ-მა და უკრაინამ ხელი თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს. ხელშეკრულება ითვალისწინებს 522 მლნ აშშ დოლარს უკრაინის ენერგეტიკული სისტემის გასაძლიერებლად, საიდანაც 100 მილიონი გარკვეული პირობების დაკმაყოფილებისთვისაა გათვალისწინებული.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)