14:53 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-16 13:40:25, 842 ნახვა

პოლიტიკა
ხვიჩია პაპუაშვილს - თქვენს ადგილას ვიფიქრებდი, მინდა თუ არა ქართული პარლამენტარიზმის მესაფლავე ვიყო

თქვენს ადგილას ვიფიქრებდი, მინდა თუ არა, ქართული პარლამენტარიზმის მესაფლავე ვიყო, - ასე მიმართა „გირჩის" წევრმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ხვიჩიას თქმით, საქართველოს მოსახლეობისთვის ცხადია, რომ საპარლამენტო მუშაობა "სრულ ბუტაფორიად" იქცა.

"რატომ ამბობს პარლამენტი უარს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე?! „პენიტენციური კოდექსის“ პროექტს - ამხელა კანონს იდეაში არ ვიხილავთ. დაისვა საკითხი, პროექტი თავებად განვიხილოთო და ამის არგუმენტაცია არავის მოუყოლებია. ასე თავებად განვიხილეთ "თავდაცვის კოდექსის" პროექტი და ამის შემდეგ ყოველდღე ცვლილებების შეტანა გვჭირდება, რადგან რაღაც საკითხებზე ნაფიქრი არ არის. რატომ არ ვიხილავთ სწორად კანონებს?! თუ ეს ასე უნდა ვაკეთოთ და კანონები წესიერად არ უნდა განვიხილოთ, მაშინ ვთქვათ, რომ 20-გვერდზე დიდ კანონს ყოველთვის თავების მიხედვით განვიხილავთ.

ბატონო შალვა, იყო კანონები, როდესაც ჩვენ მართლა ინტერესი გვქონდა და გამოვხატავდით. როცა ინტერესი გვაქვს, გვაჩერებთ, იძახით, თქვენი კითხვები არარელევანტურია, დროის გაწელვას ემსახურებაო. როცა კითხვები არ გვაქვს, იძახით, კითხვები არ ჰქონდათ, მთელი 10 კანონი განვიხილეთო. საქართველოს მოსახლეობისთვის ცხადია, რომ ჩვენ სრულ ბუტაფორიად ვაქციეთ საპარლამენტო მუშაობა, განსაკუთრებით თქვენი ხელმძღვანელობის პირობებში. თქვენს ადგილას ვიფიქრებდი, მინდა თუ არა, ქართული პარლამენტარიზმის მესაფლავე ვიყო", - განაცხადა ხვიჩიამ.

აღსანიშნავია, რომ დავის მიზეზი სხდომაზე "პენიტენციური კოდექსისა" და მისი თანმდევი კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვის წესი გახდა. კანონპროექტს არა მუხლობრივად, არამედ თავების მიხედვით განიხილავდნენ, რაც „გირჩის" წევრმა გააპროტესტა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
ჯანდაცვა: იზრდება სოცდაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დენის სუბსიდირების თანხა
ნანა სანდერი: ციხეში ჩემი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა საფრთხეშია
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 100-მდე ახალგაზრდა დაესწრო - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics