14:53 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-16 09:41:53, 748 ნახვა

პოლიტიკა
IRI - მოსახლეობის 86% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, ნატოში კი 79%

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" (IRI) 2023 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

კითხვაზე, მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას შედეგები ასე გამოიყურება :

  • 73% ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცედ ეთანხმება;
  • 13% გარკვეულწილად ეთანხმება;
  • 3% გარკვეულწილად ეწინააღმდეგება;
  • 6% კატეგორიულად ეწინააღმდეგება, 
  • 5%-ს პასუხი არ აქვს.

კითხვაზე მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოს ნატოში გაწევრიანებას შედეგები ასე გამოიყურება : 

  • 65% ნატოში გაწევრიანებას მტკიცედ ეთანხმება;
  • 14% გარკვეულწილად ეთანხმება;
  • 5% გარკვეულწილად ეწინააღმდეგება;
  • 11% კატეგორიულად ეწინააღმდეგება, 
  • 6%-ს პასუხი არ აქვს.

IRI-ის ცნობით, კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი-14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორის, რასა ალიშაუსკინეს მიერ.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 73%.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
ჯანდაცვა: იზრდება სოცდაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დენის სუბსიდირების თანხა
ნანა სანდერი: ციხეში ჩემი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა საფრთხეშია
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 100-მდე ახალგაზრდა დაესწრო - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics