14:53 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-15 16:37:24, 584 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - 2022 წლის 12 ოქტომბერს, როცა ცნობილი გახდა, რომ ევროსაბჭო დეკემბერში აღარ იმსჯელებდა სტატუსის შესახებ, 18 ოქტომბერს დავაფიქსირე, რომ დაპირება ანულირებული იყო

2022 წლის 12 ოქტომბერს, როცა ცნობილი გახდა, რომ  ევროპული საბჭო დეკემბერში აღარ იმსჯელებდა კანდიდატის სტატუსის შესახებ, 18 ოქტომბერს, აქედან ექვს დღეში დავაფიქსირე, რომ ეს დაპირება იყო ანულირებული გამომდინარე იქიდან, რომ შესაბამისი დაპირება დეკემბერს უკავშირდებოდა,- ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, 2022 წელს გაცემული დაპირება უკავშირდებოდა 2022 წლის დეკემბერში საბჭოს მიერ შესაძლო მისაღებ გადაწყვეტილებას, თუმცა მაშინ დეკემბერში ევროპულ საბჭოს საერთოდ არ უმსჯელია საქართველოსთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე, დღის წესრიგიდან ეს დაპირება ავტომატურად მოიხსნა.

„რაც შეეხება ე.წ. დაპირებას, ეს არის აბსოლუტური სიცრუე. თავის დროზე, როცა ჩვენი დაპირება გაიცა 2022 წელს, ის უკავშირდებოდა 2022 წლის დეკემბერში საბჭოს მიერ შესაძლო მისაღებ გადაწყვეტილებას, თუმცა მაშინ გახსოვთ, დეკემბერში ევროპულ საბჭოს საერთოდ არ უმსჯელია საქართველოსთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე, დღის წესრიგიდან ეს დაპირება ავტომატურად მოიხსნა. 

2022 წლის ივლისში გაიცა დაპირება 2022 წლის დეკემბერთან დაკავშირებით. ჩაიარა დეკემბერმა, იმის მერე ერთი წელი ოპოზიციამ ყველაფერი გამოიყენა იმისათვის, რომ ეს რადიკალური დღის წესრიგი გაეგრძელებინა. შესაბამისად, აბსოლუტურად მოხსნილია დღის წესრიგიდან ის დაპირება, რომელიც უკავშირდებოდა 2022 წლის დეკემბერში მისაღებ გადაწყვეტილებას.  ასევე მინდა შეგახსენოთ, 2022 წლის 12 ოქტომბერს უკვე ცნობილი გახდა, რომ დეკემბერში ევროპული საბჭო აღარ იმსჯელებდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ამის შემდეგ, 18 ოქტომბერს, მე ბრიფინგზე უკვე დავაფიქსირე, რომ არავითარი ვალდებულება, დაპირება აღარ არსებობდა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
ჯანდაცვა: იზრდება სოცდაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დენის სუბსიდირების თანხა
ნანა სანდერი: ციხეში ჩემი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა საფრთხეშია
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 100-მდე ახალგაზრდა დაესწრო - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics