22:52 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-15 15:56:56, 799 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი - 2023 წელს ეკონომიკა უბრუნდება პანდემიამდელ ტენდენციას და კვლავ შესამჩნევ ზრდას განაგრძობს

2023 წელს ეკონომიკა უბრუნდება პანდემიამდელ ტენდენციას და კვლავ შესამჩნევ ზრდას განაგრძობს,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

ქვეყნის ძირითად ეკონომიკურ მაჩვენებლებზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკამ პოსტპანდემიურ პერიოდში 2 წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწია.

„აღსანიშნავია, რომ მცირე ჩავარდნის შემდეგ, 2022 წლიდან მოყოლებული ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი მთავარი წარმმართველი ისევ ინვესტიციების კომპონენტია. მიმდინარე წელს, ჩვენ ეკონომიკურ ზრდას - 6,5 პროცენტს ველოდებით, ხოლო 2024 წლის პროგნოზი 5,2 პროცენტია. 2023 წლის ბოლოსთვის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 8000 დოლარს გადააჭარბებს, ხოლო 2027 წლისათვის, 5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის პირობებში თითქმის 11 ათას დოლარს მიაღწევს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 2027 წელს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მოცულობა მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით (ე.წ. PPP-ის მიხედვით) 30,000 დოლარს მიაღწევს", - განაცხადა ხუციშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics