16:20 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-15 11:39:16, 2984 ნახვა

პოლიტიკა
გინტურის მკვლელობის შემდეგ, რუსეთი აცხადებს, რომ „ახალი გამწვავებების ასაცილებლად აუცილებელია საქართველოსთან მუშაობა“

საოკუპაციო ხაზთან თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი აცხადებს, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საზღვარზე "ახალი გამწვავებების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია საქართველოსთან მუშაობა". 

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრო-პროპაგანდისტული მედია TASS-ი ავრცელებს.

"საქართველოს მოქალაქეების მიერ "სამხრეთ ოსეთის" "საზღვრის" უკანონოდ გადაკვეთის ბოლო ინციდენტის ფონზე, ხაზი გაესვა თანათავმჯდომარეების უფრო ენერგიულ მუშაობას ოფიციალურ თბილისთან, რათა თავიდან აიცილონ ახალი გამწვავებები საქართველო-"სამხრეთ ოსეთის" "სასაზღვრო ზონაში",- ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში, რომელიც გალუზინისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების შეხვედრას ეხება.

განცხადების თანახმად, შეხვედრაზე ხაზი ე.წ. საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის მნიშვნელობას გაესვა.

"მსოფლიოში უსაფრთხოების განმტკიცების მცდელობის კონტექსტში, რუსულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების შემუშავების მნიშვნელობაზე. ასევე აფხაზეთთან და "სამხრეთ ოსეთთან" საქართველოს საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებაზე მათი შემდგომი დემარკირებით“,- აღნიშნულია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, კიდევ ერთი მოქალაქე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და გატაცების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

8 ნოემბერს, ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ, ნიკოლოზ გინტურმა ძმის სავარაუდო მკვლელები დაასახელა. ნიკოლოზ გინტურის ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელები ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო არიან.

ამასთან, უკანონო პატიმრობაში მყოფი დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics