22:53 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-15 10:28:54, 663 ნახვა

ეკონომიკა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, აშშ-ის უმსხვილეს გამოფენაზე U.S. Private Label Trade Show ქართული სტენდი პირველად იყო წარმოდგენილი

12-14 ნოემბერს, ქალაქ ჩიკაგოში, აშშ-ის ერთ-ერთ უმსხვილეს გამოფენაზე U.S. Private Label Trade Show ქართული სტენდი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ დაათვალიერა და ქართული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. 

„მნიშვნელოვანია, რომ ქართველ მწარმოებლებს მიეცათ საშუალება, საკუთარი აგროსასურსათო პროდუქცია ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილეს გამოფენაზე წარმოადგინონ. U.S. Private Label Trade Show-ში ქართული მეწარმეები წელს პირველად მონაწილეობენ. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გავზარდოთ ქართული ხარისხიანი აგრარული პროდუქციის ცნობადობა მსოფლიო ბაზარზე, რომ ღირებულებათა ჯაჭვის ყველა კომპონენტში სახელმწიფოს მხარდაჭერით მოსარგებლე მეწარმეებმა დივერსიფიცირებულ ბაზრებზე პოზიციონირება შეძლონ”, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

გამოფენის ფარგლებში, თენგიზ ნასარიძე  private label manufacturers association-ის ვიცე-პრეზიდენტს, ენტონი ალოიას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქართული კომპანიების მხარდაჭერის მექანიზმებზე იმსჯელეს. 

ქართულ სტენდზე კომპანიების -  შპს NUTSGE, შპს „ფარკონი”, შპს „ჯეოფლაუერი”, შპს „ბატონო”, შპს „ცეზარი”, შპს „მაისი 2020” წარმოებული თხილი, წვენები, ყველი, ჩაი, ჯემები, დაფნა და სუნელები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებითა და USAID AGRICULTURE PROGRAM-ის ხელშეწყობით იყო წარმოდგენილი.

გამოფენის მონაწილე ქართული კომპანიების ძირითადი ნაწილი სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარები არიან. 

U.S. Private Label Trade გამოფენის 25 პავილიონში მსოფლიოს 55 ქვეყნიდან 1 500-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა. აღნიშნული გამოფენა დაინტერესებულ პირებისთვის აშშ-ისა და კანადის კერძო სავაჭრო ინდუსტრიების ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას იძლევა. გამოფენის ფარგლებში, მწარმოებლებს საშუალება აქვთ, აწარმოონ მოლაპარაკებები მსოფლიო ბრენდებთან პროდუქციის საერთო ბრენდის ქვეშ გაერთიანების შესახებ, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მწარმოებლების მარკეტინგულ ხარჯებს. 

ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ გამოფენას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძესთან ერთად, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ეკონომიკური მრჩეველი თორნიკე ნიკვაშვილი და USAID AGRICULTURE PROGRAM-ის ხელმძღვანელი ლუიზა ნამიჩეიშვილი ესწრებოდნენ.       

ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics