|
2023-11-15 09:36:23, 768 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთის პრეზიდენტი აშშ-ში ჩავიდა - სი ძინპინი ჯო ბაიდენს შეხვდება
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ამერიკის შეერთებულ შტატებშია. როგორც Reuters-ი წერს, სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა შეერთებულ შტატებში, ბოლო 6 წლის განმავლობაში პირველი ვიზიტი დაიწყო მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მის მიზნებში პეკინთან ნორმალური კომუნიკაციის აღდგენა შედის. გამოცემის ცნობით, 2017 წლის შემდეგ აშშ-ში პირველად მყოფი სი ძინპინი ჯო ბაიდენს ოთხშაბათს, დილის საათებში, სან-ფრანცისკოს ყურის ზონაში შეხვდება. ასევე ცნობილია, რომ ბაიდენთან აუდიენციის შემდეგ, სახალხო რესპუბლიკის ლიდერი აზიის წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) ფორუმის ყოველწლიურ სამიტს დაესწრება. როგორც Reuters-ი წერს, აშშ-ის პრეზიდენტთან სამიტი იქნება პირველი პირისპირ შეხვედრა, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ორი ქვეყნის ლიდერს შორის გაიმართა. აღნიშნული შეხვედრა შეერთებული შტატების ოფიციალური პირების მიერ უკვე დასახელებულია შესაძლებლობად, რომ შემცირდეს უთანხმოება აშშ-ჩინეთს შორის, რომელიც მსოფლიოში ყველაზე საშიშ მეტოქეობად მიიჩნევა.
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
რასა იუკნევიჩიენე - ხოშტარიას ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ბადრი ჯაფარიძესა და გორდულაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)