07:36 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-14 17:58:06, 1161 ნახვა

ომი უკრაინაში
ბუდანოვი - შეიძლება, ომი დიდხანს გაგრძელდეს, რადგან რუსები უკრაინასთან შეთანხმებას ხელს არ მოაწერენ

შეიძლება, ომი დიდხანს გაგრძელდეს - რუსები უბრალოდ არ მოაწერენ ხელს არანაირ შეთანხმებას კიევსა და მოკავშირეთა კოალიციასთან,- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი აცხადებს.

მისი თქმით, რუსეთი უკრაინის "ქაოტურ დაბომბვას" გააგრძელებს.

"მომავალში ის განახორციელებს ჩვენი ტერიტორიის ქაოტურ დაბომბვას, მაგრამ ძლიერი საომარი მოქმედებების გარეშე",- ამბობს ბუდანოვი.

უკრაინის დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ისტორიაში არის შემთხვევები, როდესაც სახელმწიფოებს შორის ხანგრძლივი ომები იურიდიულად არ დასრულებულა და ამის მაგალითად ის ასახელებს რუსეთსა და იაპონიას, რომლებიც ოფიციალურად ომში არიან 1945 წლიდან, ვინაიდან კურილის კუნძულების სტატუსის შესახებ სამშვიდობო ხელშეკრულება არ გაფორმებულა.

„ეს ტერიტორიული პრობლემა უკვე 70 წელზე მეტია, ამიტომ, ეს სცენარი აქაც ძალიან სავარაუდოა, რადგან რუსეთის ფედერაციას აქვს მნიშვნელოვანი ტერიტორიული მადა უკრაინასთან მიმართებაში, რაც ეხება არა მხოლოდ ყირიმს. რა თქმა უნდა, არავინ აპირებს ამ მადის დაკმაყოფილებას...

ჯერჯერობით, რუსეთის ფედერაცია კვლავ ინარჩუნებს ეკონომიკურ სტაბილურობას. ჩვენ ვაკვირდებით რუსეთში საწვავის მასშტაბურ კრიზისს, სურსათზე ფასების მკვეთრ ზრდას და სხვა საქონელსა და მომსახურებაზე. ეს ყველაფერი მათ ეკონომიკასა და სოციალურ სფეროს არყევს. 2025 წელს რეალური პრობლემები შეექმნებათ“,- აცხადებს ბუდანოვი. 

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს, დილის საათებში დაიწყო. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას საჰაერო სივრცის ჩაკეტვა მოჰყვა. რუსეთი უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევს, ბომბავს სამოქალაქო და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ობიექტებს. ოკუპანტს კონტრიერიშით პასუხობს უკრაინაც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics