|
2023-11-14 14:27:16, 772 ნახვა
პოლიტიკა
სტოლტენბერგი რუსულ ბაზაზე - არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ცხადყოფს, თუ რამდენად შორს წასასვლელად არის რუსეთი უკრაინაში სამხედრო მიზნების მისაღწევად,- ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ფლოტისთვის ბაზის განთავსებაზე საუბრისას განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, რუსეთი ალტერნატივებს ეძებს. "ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით, რომ რუსეთმა, შესაძლოა, ეს სეპარატისტული ტერიტორიები სამხედრო ბაზების შესაქმნელად გამოიყენოს. ეს კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ცხადყოფს, თუ რამდენად შორს წასასვლელად არის რუსეთი უკრაინაში სამხედრო მიზნების მისაღწევად. მაგრამ ასევე ცხადყოფს, რომ ისინი, ფაქტობრივად, გადაყვანილნი არიან თავდაცვის რეჟიმზე, რადგან უკრაინელები წარმატებით ახორციელებენ შეტევებს საზღვაო ობიექტებზე ყირიმში, შესაბამისად, რუსეთი ეძებს ალტერნატივებს. ეს აჩვენებს უკრაინელების მიღწევებს რუსულ ფრონტზე თავდასხმაში", - განაცხადა სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, 24 ოქტომბერს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპიკერმა, ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის გემების ანექსირებული ყირიმიდან საქართველოს ოკუპირებულ ქალაქ ოჩამჩირეში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერი იძულებული გახდა, გამოეცხადებინა შავი ზღვის ფლოტის ახალი ბაზის შექმნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ანუ ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რაც შეიძლება შორს უკრაინული რაკეტებისგან და საზღვაო თვითმფრინავებისგან, თუმცა უკრაინა მტერს "ყველგან მიწვდება". მანამდე, 5 ოქტომბერს, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ გამოცემა Известия-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა გაიხსნება.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)