16:22 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-14 13:21:48, 515 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე GORBI-ს კვლევაზე - ოპოზიცია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია - ენმ-ის გაერთიანებული რეიტინგი 20%-ია

დღეს გამოქვეყნდა სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. „ნაცმოძრაობის“ გაერთიანებული რეიტინგი არის 20% და ვერც ერთი სხვა პარტია ვერ ახერხებს ამ კვლევების თანახმად ბარიერის გადალახვას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, კვლევები ჩატარდა იქამდე, ვიდრე ევროკომისია დადებით რეკომენდაციას გამოაქვეყნებდა, ეს პროცენტები კიდევ უფრო მეტად შემცირდება და "სწორედ ეს ადარდებს რადიკალურ ოპოზიციას". 

„ამიტომ მიიღეს მათ ასე ტრაგიკულად ევროკომისიის გადაწყვეტილება - რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, თუ როგორი ორმაგი სტანდარტი აქვს რადიკალურ ოპოზიციას. ისინი ამტკიცებდნენ, რომ სტატუსი იყო ხსნა, მილიარდები და ა.შ. დღეს კი ამბობენ, რომ სტატუსი თურმე არაფერი ყოფილა. აქედან ჩანს, თუ როგორი ყალბები არიან ეს ადამიანები. დარწმუნებული ვართ, 15 დეკემბერს ევროპული საბჭო საბოლოოდ მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას, მოგვანიჭებს სტატუსს.

ამისათვის განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის, რა თქმა უნდა, ქართულ საზოგადოებას, ქართველ ხალხს, რომელმაც განსაკუთრებული სიბრძნე გამოავლინა მთელი ამ  20 თვის განმავლობაში და არავის მისცა იმის საშუალება, რომ ეს საკითხი გამოყენებული ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ. პირიქით, სწორედ ხალხის სიბრძნის გამო მოგვენიჭება 15 დეკემბერს საბოლოოდ კანდიდატის სტატუსი. შესაბამისად, განსაკუთრებული მადლობა ხალხს და განსაკუთრებული მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც საკუთარი ძალისხმევა ჩადო კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics