00:21 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-14 11:28:34, 924 ნახვა

ეკონომიკა
გაიცანით ბაზისბანკის და CSRDG-ის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული სოციალური საწარმო და ფეხსაცმლის ახალი ქართული ბრენდი Make Help Fasionable

ბაზისბანკსა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს (CSRDG) შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული სოციალური საწარმო "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების კავშირი“, ბაზისბანკისგან როგორც ფინანსურ, ისე ტექნიკურ დახმარებას მიიღებს.

ააიპ "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების კავშირი" 2002 წელს დაარსდა შშმ პირთა ფეხსაცმლის საწარმოს ბაზაზე და აქტიურად არის ჩართული მეწარმეობის განვითარებისა და შშმ პირთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით. ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში გადამზადდა და დასაქმდა არაერთი შშმ პირი, გარემონტდა და საჭირო ინვენტარითა და დანადგარებით აღიჭურვა საწარმო, შეიქმნა ქართული ფეხსაცმლის ახალი ბრენდი MHF (Make Help Fasionable), რომლის მიზანიც ქართულ ბაზარზე შშმ პირთა პროდუქციის დამკვიდრებაა.

ბანკის თანამშრომლები თემატურ და მათ საჭიროებებზე მორგებულ ექსპერტულ მხარდაჭერას გაუწევენ სოციალურ საწარმოს.

პირველ ეტაპზე, ბაზისბანკის მარკეტინგის დეპატრამენტის თანამშრომლებმა, საწარმოს წარმომადგენლებს ჩაუტარეს ტრენინგი გაყიდვებსა და სოციალური მედიის მართვაში, რაც მათ კიდევ უფრო მეტი მომხმარებლის მოზიდვაში, ცნობადობისა და შემოსავლების გაზრდაში დაეხმარება. სამომავლოდ იგეგმება ბანკის ექსპერტების დახმარება ბიზნეს-გეგმების შედგენაში, მონიტორინგსა და საზოგადოებასთან ურთიერთობაში.

ბაზისბანკის, როგორც სოციალური მეწარმეობის მხარდამჭერი ბანკის, ფინანსური და ტექნიკური კონტრიბუციით ხელი შეეწყობა საწარმოს განვითარებას, წარმოების გაფართოებას და შესაბამისად, შშმ პირთა სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფასა და მათ ეკონომიკურ და სოციალურ ინტეგრაციას საზოგადოებაში.

გაიცანით ფეხსაცმლის ახალი ქართული ბრენდი Make Help Fasionable.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics