|
2023-11-14 09:59:09, 783 ნახვა
მსოფლიო
WHO - ალ-შიფას საავადმყოფო თითქმის სასაფლაოდ გადაიქცა
ღაზას უმსხვილესი ალ-შიფას საავადმყოფო თითქმის სასაფლაოდ გადაიქცა,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO) აცხადებენ. WHO-ს სპიკერის, კრისტიან ლინდმაიერის თქმით, საავადმყოფოში, დაახლოებით, 600 ადამიანი რჩება, სხვები კი თავს დერეფნებში აფარებენ. "საავადმყოფოს ირგვლივ არის ცხედრები, რომელთა მოვლა ან დაკრძალვაც კი შეუძლებელია, ან წაყვანა რომელიმე მორგში. საავადმყოფო აღარ მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს - თითქმის სასაფლაოა",- განაცხადა ლინდმაიერმა. როგორც BBC წერს, ექიმები ყვებიან, რომ პრობლემურია ათობით ჩვილის მდგომარეობა, რომლებიც ელექტროენერგიის გათიშვის გამო ინკუბატორებში დარჩენას ვეღარ ახერხებენ. მედიასაშუალების ცნობით, ალ-შიფას საავადმყოფო, ღაზას ჩრდილოეთით მდებარეობს და ინტენსიური ბრძოლების წინა ხაზზე იმყოფება. ამასთან, როგორც ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, საავადმყოფოს ქვეშ მდებარე გვირაბებში "ჰამასს" მართვის ცენტრი აქვს, თუმცა საავადმყოფო ამას უარყოფს.
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
რასა იუკნევიჩიენე - ხოშტარიას ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ბადრი ჯაფარიძესა და გორდულაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)