17:53 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-13 18:32:21, 573 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს პეტრ კუბერნატს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა ჩეხ დიპლომატს ელჩის პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციაზე - საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. აღინიშნა დასავლური ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ჩეხეთის მხარდაჭერა, კერძოდ, ქვეყნებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობა. თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ჩეხი დამკვირვებლების, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებულ ინიციატივებში ჩეხი ექსპერტის მონაწილეობაზე. 

"აღინიშნა, ნატოს თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდის (DCB TF) ფარგლებში, SNGP-ის ინიციატივებისთვის ჩეხეთის ფინანსური მხარდაჭერა. ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერ ორმხრივ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და ისაუბრა უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე, ასევე საერთაშორისო სამხედრო სწავლებებში ჩეხი და ქართველი სამხედროების ერთობლივ მონაწილეობაზე. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა სტრატეგიული დონის თანამშრომლობის მნიშვნელობა და ჩეხი კოლეგა საქართველოში მოიწვია. 

შეხვედრას ჩეხეთის თავდაცვის ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი მიხალ სობარნა დაესწრო", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics