17:50 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-13 13:03:56, 458 ნახვა

პოლიტიკა
ღუდუშაური სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე - ზურაბიშვილს უნდა ესმოდეს, რომ გირგვლიანის მკვლელობიდან დაწყებული, ყველა სასტიკ დანაშაულთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის აღება მოუწევს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით ისაუბრა. 

ღუდუშაურის შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ ზურაბიშვილი, სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს, "ის პასუხისმგებლობას გაიზიარებს ყველა იმ დანაშაულზე, რაზეც მესამე პრეზიდენტია მსჯავრდებული".

"სალომე ზურაბიშვილს აბსოლუტურად გადაკვეთილი აქვს ყველა წითელი ხაზი, გარდა ერთისა. ეს დარჩენილი აქვს, ვინაიდან, გარდა იმისა, რომ ის არის კონსტიტუციის დამრღვევი და კანონების ფეხქვეშ გამთელავი, ისტორიაში ასეთად შევა ეს ადამიანი, მას უნდა ესმოდეს, რომ სააკაშვილთან მიმართებაში, მოუწევს გირგვლიანის მკვლელობიდან დაწყებული, ყველა სასტიკ დანაშაულთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობის აღება. ის გახდება პირდაპირი თანამონაწილე და თუ ზურაბიშვილის უნდა, რომ იმ ყველაფერთან ერთად, რაც მას ტვირთად აწევს, თანამონაწილეობა იკისროს, ეს მისი არჩევანია. რა თქმა უნდა, ეს მას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ამჯერად მძიმე ფასად დაუჯდება",- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

"ქართული ოცნების" ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თემაზე პრეზიდენტის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ მისი და ეძებდა გამოსავალს, რადგან რთულია, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი იყოს ციხეში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics